09. 11. 2022წ.
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლა
სოციალური პროექტი
თემა:ჩემი მშობლიური სოფელი
კლასი: 5-6
მასწავლებელი: ჟანარ კალაჩიან
პროექტის მიზანი:
1. სოფლის, როგორც ქვეყნის და ხალხის ისტორიის შესწავლა;
2. მშობლიური სოფლისადმი სიყვარულის გრძნობის ჩამოყალიბება.
3. სოფლის ცხოვრების ცვლილების გაცნობა და ბუკლეტების დარიგება სოფლის მოსახლეობასთან.
1829 წელს თურქეთიდან აქ გადმოვიდნენ სომხები და თავიანთ დასახლებას "დაშბაშ" - ქვაზე სოფელი უწოდეს. წალკის მხარის აღმოსავლეთ ნაწილში ის ერთადერთი სომხური სოფელია. სოფელში ორი ტაძარია.
წმინდა გიორგის ეკლესია და
წერენ, რომ იგი თრიალეთის ერისთავმა რატიმ ააგო X-XI საუკუნეში. სავარაუდოდ, ეს ეხება რატი I (960 - 988 წწ.) ბაღვაშს ანუ რატი II-ს (1005 - 1021 წწ.).
ბოლო 5 წლის განმავლობაში სოფელ დაშბაშში ბევრი ცვლილებაა, ნელ-ნელა იცვლება ინფრასტრუქტურა, არის ნაწილობრივ ასფალტირებული გზა, ქუჩები განათებულია, ყველა ეზოში მოდის სასმელი წყალი, დამონტაჟდა გაზსადენი . სამომავლოდ სოფელში გაზი ამოქმედდება, შენდება ახალი ჰიდროელექტროსადგური (ჰესი) ჰესის უფროსის რუბენ გალუსტიანის ხელმძღვანელობით. სკოლამდე გზა მთლიანად მოასფალტდა, წყალი სკოლის ტერიტორიაზე მიყვანილია და ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩვენი სოფლის მმართველსს ბატონ რუბენ ხაჩატურიანს და წალკის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ილია საბაძეს. ასევე სოფელში არის კერძო სახელოსნო ინდ. მეწარმე "აღუნიკ კოჩარიან" , სადაც ხდება სამშენებლო ბლოკის წარმოება. ბლოკების წარმოება არის მომგებიანი ბიზნესი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი მოგება გამოიმუშაოს და ხელი შეუწყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
სოფელ დაშბაშის ქარხნის არსებობა სოფლის მოსახლეობას სამშენებლო მასალების დაბალ ფასად შეძენის საშუალებასაც აძლევს.
ახლა სოფელში დიდი განვითარება ჰპოვა - ტურიზმმა და ტურიზმი გახდა სოფელში ცხოვრების წესი, იზრდება ტენდენცია სერვისების სპექტრის გაფართოებისა და ახალი რეკრეაციული ობიექტების გაჩენისკენ. სოფელში Kass Land-ის წყალობით შეიქმნა სოფლის მცხოვრებთათვის სამუშაო ადგილები, ასევე დიდი როლი ითამაშა სოფლის განვითარებაში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სენი-კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია სენმა , რამაც ხელი შეუწყო სოფელ დაშბაშში ახალი ობიექტების გახსნას - როგორებიცაა ინდ.მეწარმე მაია მკრთჩიანის საოჯახო სასტუმრო "ᘛ"; ინდ.მეწარმე ედვარდ სასტუმრო „ედის დაჩა“, არმენ მკრტჩიანის კაფე„ ედის დაჩა დაჩა დაჩა "; ლიილა აივაზიანის სასტუმრო და კაფე "პანარამა" ; ეს ობიექტები გამოირჩევა თავისი მდებარეობით გადაჰყურებენ დაშბაშის კანიონს, მომხმარებლებს სთავაზობენ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს მრავალფეროვან მომსახურებას, მაღალი სტანდარტებისა და ტექნოლოგიების გავრცელებას კორპორატიულ დონეზე. სოფელ დაშბაშის მკვიდრმა ჟანარ კალაჩიანმა სენის ორგანიზაციის წყალობით განახორციელა პროექტი „ყვავილები წალკაში““ ყვავილების მოყვანა-გაყიდვა (ჰოლანდიური ვარდები ყველა შემთხვევისთვის) წალკის მთელ რეგიონში. ამჟამად სოფელი დაშბაში ყვავის, ბოლო დრომდე ეს ადგილი ნაკლებად ცნობილი და მიტოვებული იყო, ახლა კი ეს ადგილი მთელმა მსოფლიომ გაიცნო და აქ ტურისტების ნაკადი არ წყდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий