ჩემს შესახებ

USAID საბაზისო განათლების პროგრამა

USAID ლიდერ მასწავლებლის ტრენინგი


https://www.facebook.com/media/set/?set=a.5502924443149208&type=3

სოფ.დაშბაში                                                                                                             17.01.2023წ.

                                       კოლეგებთან  სამუშაო  შეხვედრა

 

შეხვედრის  დაწყების დრო: 15:00სთ.

  შეხვედრის  დასრულების  დრო: 16:00სთ.

          

შეხვედრის ორგანიზატორი: რუსული ენის მასწავლებელი ჟანარ კალაჩიან

 

შეხვედრას  ესწრებოდნენ სკოლის შემდეგ პედაგოგები :

1.მაია გრიგორიანი (ქართული, როგორცმეორე ენის მასწავლებელი)

2.ანი ბადალიანი ( მათემატიკის მასწავლებელი)

3. ანი გევორკიან (მშობლიური ენის მასწავლებელი)

4. კალაჩიან.ლუსინე ( ბუნებისმეტყველების  მასწავლებელი)

 

შეხვედრის  თემა განმავითარებელი შეფასება

              შეხვედრის ორგანიზატორმა, ჟანარ კალაჩიანმა გვითხრა სკოლაში  მოსწავლეებისადმი  განმავითარებელი შეფასების  შესახებ.      

მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების სისტემა

შეფასების მიზანი

 

      მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და, მეორე მხრივ, სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგს. შეფასება უნდა იძლეოდეს ინფორმაციას მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ.

 

მოსწავლის შეფასების ამოცანები

 

მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

ა) აჩვენოს როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება;

ბ) ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე დაადგინოს მოსწავლის წინარე ცოდნა და წარმოდგენები;

გ) გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად;

დ) მოიცვას სამივე კატეგორიის ცოდნა;

ე) აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას შინაარსიან კონტექსტებში.

 

ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი მიენიჭება  კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ.

განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლის წინსვლასა და განვითარებას. განმავითარებელი შეფასებით ფასდება ცოდნის კონსტრუირებისა და ცოდნათა ურთიერთდაკავშირების პროცესი, მოსწავლის მიერ თავისივე ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენის უნარი, ცოდნის სამივე კატეგორიის ათვისების პროცესი, ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარი, ასევე დგინდება წინარე ცოდნა/წარმოდგენები.

განმავითარებელი შეფასება ყველაზე ეფექტურია, როცა:

მოსწავლეებმა ზუსტად იციან, რა უნდა ისწავლონ. მოსწავლეები იღებენ რეგულარულ უკუკავშირს თავიანთ პროგრესზე, სასწავლო მიზნების მიმართ. მოსწავლეები პროგრესის თვითშეფასებას აკეთებენ. მასწავლებლები ინსტრუქციას აძლევენ საფეხურებრივად. განმავითარებელი შეფასება გამოიყენება კონკრეტული თემის/საკითხის შესწავლისას. მისი მიზანია დაადგინოს , თუ რამდენად კარგად  გაიგო/გაიაზრა მოსწავლემ  ესა თუ ის საკითხი. ეს  მასწავლებელს ეხმარება სწორად  დაგეგმოს  სწავლება და მიაღწიოს  სასწავლო მიზნებს.

განმავითარებელი შეფასების მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა, თითოეული მოსწავლის განვითარებისათვის სწავლების პროცესში მაქსიმალურად ხელშეწყობა. ეს ზოგადი განათლების ყველაზე მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა.

https://www.youtube.com/watch?v=ARQtYw9rK1w

განმავითარებელი შეფასება ემსახურება მოსწავლეთა სწავლის პროცესისა და წარმატებების გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასების დროს მოსწავლე, მასწავლებლის გამოხმაურებისა და კომენტარების დახმარებით, მუდმივად იღებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც საკუთარი სწავლის გათვითცნობიერებაში ეხმარება. მასწავლებლის მიზანია: ასწავლოს მოსწავლეს, როგორ ისწავლოს (სწავლის სწავლა) და, ამავე დროს, მიიღოს ინფორმაცია მოსწავლის სასწავლო საჭიროებების შესახებ, რათა დაეხმაროს მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. განმავითარებელი შეფასება ემსახურება სწავლების დარეგულირებას – დაგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თითოეული მოსწავლისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენასა და პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებას. განმავითარებელ შეფასებას „სწავლისათვის შეფასებასაც“ უწოდებენ. განმავითარებელი შეფასების ყველაზე გავრცელებული ფორმებია წერილობითი კომენტარები, შეფასება ცხრილების (რუბრიკების) საშუალებით და სხვ.

 

https://www.youtube.com/watch?v=V54Xm1lSVz8

https://www.youtube.com/watch?v=wxiH14ZhRJY

 

 

რუკებთან და ცხრილებთან მუშაობის შეფასების რუბრიკა

შეფასების კრიტერიუმები

დაბალი

საშუალო

მაღალი

რუკების გამოყენებით შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის  კითხვა და ანალიზი

ვერ ახერხებს რუკების დახმარებით ინფორმაციის კითხვას და ანალიზს

ნაწილობრივ შეუძლია რუკაზე ინფორმაციის წაკითხვა და ანალიზი

ყოველთვის სრულად შეუძლია რუკის კითხვა და ინფორმაციის ანალიზი

ცხრილების საშუალებით  შეუძლია სტატისტიკური მონაცემების შედარება წლების მიხედვით.

ვერ ახერხებს ცხრილის საშუალებით შეადაროს სტატისტიკური მონაცემები წლების მიხედვით

 ნაწილობრივ  ახერხებს ცხრილის საშუალებით შეადაროს სტატისტიკური მონაცემები წლების მიხედვით

ყოველთვის სწორად ადარებს ცხრილის გამოყენებით სტატისტიკურ მონაცემებს წლების მიხედვით

რუკის გამოყენებით აჯგუფებს ქვეყნებს მოცემული კრიტერიუმების გამოყენებით.

ვერ ახერხებს ქვეყნების დაჯგუფებას მოცემული კრიტერიუმების მიხედვით

მხოლოდ ნაწილობრივ შეუძლია ქვეყნების დაჯგუფება ერთი კრიტერიუმის მიხედვით.

ყოველთვის სწორად აჯგუფებს ქვეყნებს მოცემული კროტერიუმების მიხედვით.

 

 

 

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა

მასწავლებლის რეფლექსია

 

მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი: ანი გევორკიანმა

შეხვედრის  თარიღი:        17.01.2023წ.

შეხვედრის  თემა: განმავითარებელი შეფასება

შეხვედრის ორგანიზატორმა ჟანარ კალაჩიანმა სკოლის მოსწავლეების შეფასებაზე გვიამბო,  რა არის მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანი და განმავითარებელი შეფასების მიზნები და შედეგები. როგორ მივიღოთ სწავლის ეფექტური შედეგები. განმავითარებელი შეფასება ემსახურება მოსწავლეთა სწავლის პროცესისა და წარმატებების გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასების დროს მოსწავლე, მასწავლებლის გამოხმაურებისა და კომენტარების დახმარებით, მუდმივად იღებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც საკუთარი სწავლის გათვითცნობიერებაში ეხმარება.   აჩვენებს  ვიდეორგოლი „განმავითარებელი შეფასება, როგორც კომპასი SSU USAID   განმავითარებელი შეფასებით ფასდება ცოდნის კონსტრუირებისა და ცოდნათა ურთიერთდაკავშირების პროცესი, მოსწავლის მიერ თავისივე ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენის უნარი, ცოდნის სამივე კატეგორიის ათვისების პროცესი, ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარი, ასევე დგინდება წინარე ცოდნა/წარმოდგენები.

ეხვედრა  ინტერესით ჩატარდა.

 





Комментариев нет:

Отправить комментарий