ჩემს შესახებ

სკოლის ეკო კლუბი

https://docs.google.com/presentation/d/1Jxe0ReVjneytWnnJJTFvnP2l7xXxx7Er/edit#slide=id.p1:~:text=%3Ciframe%20src%3D%22https%3A//docs.google.com/presentation/d/e/2PACX%2D1vQy8RAhLB_tt9VaqKtC_5oS_uywiIlsy28ymtgaBRAFJIX8FADQ7BW9CW1KzVKAWQ/embed%3Fstart%3Dtrue%26loop%3Dfalse%26delayms%3D3000%22%20frameborder%3D%220%22%20width%3D%22960%22%20height%3D%22749%22%20allowfullscreen%3D%22true%22%20mozallowfullscreen%3D%22true%22%20webkitallowfullscreen%3D%22true%22%3E%3C/iframe%3E ეკოსკოლების პროგრამაში ჩართული სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის ეკოკომიტეტის ოქმი N1 თარიღი : 28.11.2022 სხდომის დაწყების დრო: 15: 00 სხდომას ესწრებოდნენ: მასწავლებლები: 1. ჟანარ კალაჩიან ( უფროსი, რუსული ენის მასწავლებელი) 2. ანი ბადალიანი (უფროსი, მათემატიკის მასწავლებელი) 3. მაია გრიგორიანი ( უფროსი, ქართული,როგორც მეორე ენის მასწავლებელი) 4. ირინე შავაძე (უფროსი, გეოგრაფიის მასწავლებელი) 5. ნათელა ჯმუხაძე ( ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი) 6. ანი გევორკიან (მასწავლებლობის მაძიებელი) 7.ლუსინე კალაჩიან ( უფროსი, ბუნებისმეტყველების მასწავლებელი) მოსწავლეები: 1. გოჰარ გალუსტიან - VII კლასი 2. მარიანა ოვსეპიან - VII კლასი 3. ლილია ჰოვჰანნისიან - VIII კლასი 4. გიორგი აგაჯანიან - VIII კლასი 5. არმენ აგაჯანიან - IX კლასი 6. სიუზანნა გრიქუროვა - IX კლასი შეხვედრა გახსნა სხდომის თავმჯდომარემ ჟანარ კალაჩიანმა მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში რაიმე ცვლილების შეტანა. დღის წესრიგი: საკითხიN1 : ინფორმაცია პროექტის შესახებ საკითხი N2: არჩევნების დანიშვნა და ეკოკომიტეტის წევრების შერჩევა არჩევნების გზით. კეჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ მომხრე: 13 მოწინააღმდეგე: 0 დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით საკითხი N1 : ინფორმაცია პროექტის შესახებ მომხსენებელი: სხდომის თავმჯდომარე ჟანარ კალაჩიან მოისმინეს: ჟანარ კალაჩიანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია ეკოსკოლის პროექტის შესახებ. კერძოდ, საქართველოში ამ პროგრამის განმახორციელებელია ორგანიზაცია: „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“. საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა - ემსახურება გარემოსდაცვითი განათლების პრინციპების დანერგვას და მდგრადი განვითრების მიზნების მიღწევას სკოლისა და თემის აქტიური ჩართულობით, ეხმარება მოსწავლეებს გარემოში არსებული პრობლემების მოგვარებაში, უვითარებს მოსწავლეებს აზროვნებისა და შემოქმედებით უნარებს, უძლიერებს მოსწავლეებს პასუხისმგებლობის გრძნობას ,ახალისებს სწავლის პროცესს და მოტივაციას უქმნის მოსწავლეებს. პროგრამის მიზანია: გარემოს, როგორც არსებობის კრიტიკული ელემენტის, როლის გააზრება და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა. აზრი გამოთქვა: ირინე შავაძემ მან აღნიშნა, რომ ძალიან კარგი ინიციატივაა. მოსწავლეებს მოსწონთ მსგავსი პროექტები, ამით გაიზრდება მათი ჩართულობა სხვადასხვა აქტივობებში, ამაღლდება ცნობიერების დონე და განუვითარდებათ სხვადასხვა უნარ-ჩვევები. კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს მომხრე:13 მოწინააღმდეგე:0 დაადგინეს: სკოლა აქტიურად ჩაერთვება აღნიშნულ პროექტში. საკითხი N2: არჩევნების დანიშვნა და ეკოკომიტეტის წევრების შერჩევა არჩევნების გზით. მომხსენებელი: სხდომის თავმჯდომარე -ჟანარ კალაჩიანი მოისმინეს: ჟანარ კალაჩიანმა დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, რომ კომიტეტის შესაქმნელად საჭიროა ჩატარდეს არჩევნები საბაზო საფეხურის მოსწავლეებში. არჩევნების გზით უნდა გამოვლინდეს 6 საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლე. აზრი გამოთქვა: მან აღნიშნა, რომ არჩევნები ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სანდოობის გაზრდას. ისინი თვითონ შეარჩევენ ღირსეულ წარმომადგენლებს, რადგან მათთან ერთად უწევთ მუშაობა მთელი წლის განმავლობაში. კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს მომხრე:13 მოწინააღმდეგე:0 დაადგინეს: ჩატარდეს არჩევნები და ხმათა უმრავლესობით შეირჩეს კანდიდატები. ეკოკომიტეტმა კენჭისყრის შედეგად დაადგინა: სკოლა აქტიურად ჩაერთვება აღნიშნულ პროექტში. ჩატარდება არჩევნები, რომლის შედეგადაც გამოვლინდება კომიტეტის წევრების შემადგენლობა. შეხვედრის დასრულება/ დასკვნა: არჩევნები გაიმართება 2022 წლის 28 ნოემბერს 15: 00 საათზე. პასუხისმგებელი პირები იქნებიან: ჟანარ კალაჩიან, ირინე შავაძე, მაია გრიგორიანი, ანი გევორკიან. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად გამოცხადდა. სხდომის დასრულების დრო:16:00 სხდომის თავმჯდომარე : ჟანარ კალაჩიან სხდომის მდივანი : მაია გრიგორიანი ეკოსკოლების პროგრამაში ჩართული სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის ეკოკომიტეტის ოქმი N 2 თარიღი: 26.12. 2022 სხდომის დაწყების დრო: 15: 00 სხდომას ესწრებოდნენ: მასწავლებლები: (მიუთითეთ მასწავლებლის სტატუსი საგანი, რომელსაც ასწავლის) 1. ჟანარ კალაჩიან ( უფროსი, რუსული ენის მასწავლებელი) 2. ანი ბადალიანი (უფროსი, მათემატიკის მასწავლებელი) 3. მაია გრიგორიანი ( უფროსი, ქართული,როგორც მეორე ენის მასწავლებელი) 4. ირინე შავაძე (უფროსი, გეოგრაფიის მასწავლებელი) 5. ნათელა ჯმუხაძე ( ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი) 6. ანი გევორკიან (მასწავლებლობის მაძიებელი) 7.ლუსინე კალაჩიან ( უფროსი, ბუნებისმეტყველების მასწავლებელი) მოსწავლეები: (მიუთითეთ მოსწავლის სწავლების საფეხური) 1. გოჰარ გალუსტიან - VII კლასი 2. მარიანა ოვსეპიან - VII კლასი 3. ლილია ჰოვჰანნისიან - VIII კლასი 4. გიორგი აგაჯანიან - VIII კლასი 5. არმენ აგაჯანიან - IX კლასი 6. სიუზანნა გრიქუროვა - IX კლასი შეხვედრა გახსნა სხდომის თავმჯდომარემ ჟანარ კალაჩიანმა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში რაიმე ცვლილების შეტანა. დღის წესრიგი: საკითხიN1: არჩევნების შედეგები საკითხი N2: ეკოკომიტეტის ფორმირება კეჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ მომხრე:13 მოწინააღმდეგე: 0 დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით საკითხი N1 : არჩევნების შედეგები მომხსენებელი: სხდომის თავმჯდომარე ჟანარ კალაჩიან მოისმინეს: ჟანარ კალაჩიანმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ 2022 წლის 26 დეკემბერს საბაზო საფეხურის მოსწავლეებს შორის ჩატარდა არჩევნები. მან გააცნო არჩევნების შედეგები, დაასახელა ყველა ის მოსწავლე, რომელთაც ჰქონდათ მაღალი შედეგები. სულ შეირჩია 6 საუკეთესო მოსწავლე. აზრი გამოთქვა: მაია გრიგორიანმა. მან აღნიშნა, რომ ჩვენს სკოლაში მოტივირებული მოსწავლეები გვყავს. ცუდია, რომ რაოდენობა შეზღუდულია და გვიწევს არჩევანის გაკეთება. ჟანარ კალაჩიანმა შეახსენა, რომ მიუხედავად ამისა, ამ პროექტში სკოლის ყველა მოსწავლე იქნება აქტიურად ჩართული სხვადასხვა აქტივობებში. კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს მომხრე:13 მოწინააღმდეგე:0 დაადგინეს: არჩევნების შედეგად გამოვლინდა 6 მოსწავლე, რომლებიც გახდებიან ეკოკომიტეტის წევრები. ესენი არიან: საკითხი N2: ეკოკომიტეტის ფორმირება მომხსენებელი: სხდომის თავმჯდომარე ჟანარ კალაჩიან მოისმინეს: ჟანარ კალაჩიანმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ საჭიროა ავირჩიოთ ეკოკომიტეტის კოორდინატორი, ფასილიტატორი, მდივანი, მასწავლებელი და მშობელი. სულ კომიტეტში უნდა იყოს 11 წევრი. აზრი გამოთქვა: ნათელა ჯმუხაძემ მან დამსწრე საზოგადოებას შესთავაზა კანდიდატები. კერძოდ, კოორდინატორად დასახელდა ირინე შავაძე და ანი გევორკიან, ფასილიტატორად - ჟანარ კალაჩიან, მდივნად მაია გრიგორიანი, მშობლის წარმომადგენლად - სონა საკოიან. კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს მომხრე:13 მოწინააღმდეგე:0 დაადგინეს: შერჩევის შედეგად, ეკოკომიტეტის ფორმირება მოხდა შემდეგნაირად: კოორდინატორი- ანი გევორკიან, კოორდინატორი- ირინე შავაძე, ფასილიტატორი - ჟანარ კალაჩიან, მდივნი -მაია გრიგორიანი, მასწავლებლები: ჟანარ კალაჩიან, ანი გევორკიან, ირინე შავაძე, მაია გრიგორიანი, მშობელი - სონა საკოიან. ეკოკომიტეტმა კენჭისყრის შედეგად დაადგინა: ეკოკომიტეტში 11 წევრიდან: 6 იქნება მოსწავლე, 4 მასწავლებელი და 1 მშობელი. შეხვედრის დასრულება/ დასკვნა: შეხვედრის შედეგად შეირჩა ეკოკომიტეტის წევრები. ესენი არიან: მოსწავლეები: 1. გოჰარ გალუსტიან - VII კლასი 2. მარიანა ოვსეპიან - VII კლასი 3. ლილია ჰოვჰანნისიან - VIII კლასი 4. გიორგი აგაჯანიან - VIII კლასი 5. არმენ აგაჯანიან - IX კლასი 6. სიუზანნა გრიქუროვა - IX კლასი მასწავლებლები: 1. ჟანარ კალაჩიან 2. მაია გრიგორიანი 3. ირინე შავაძე 4. ანი გევორკიან მშობელი: 1. სონა საკოიან ეკოკომიტეტი მზად არის აიღოს მთელი პასუხისმგებლობა და შეასრულოს წარმატებით დაკისრებული ვალდებულებები. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად გამოცხადდა. სხდომის დასრულების დრო: 16: 00 სხდომის თავმჯდომარე : ჟანარ კალაჩიანსხდომის მდივანი : მაია გრიგორიანი

Комментариев нет:

Отправить комментарий