1. სასწავლო გარემო
1.ა. სკოლაში (მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან) ვამყარებ
პოზიტიურ კომუნიკაციას, კეთილგანწყობილ და თანამშრომლობაზე
დაფუძნებულ ურთიერთობებს
პასუხი: ვცდილობ და უმეტესად გამომდის კიდეც სკოლაში (მოსწავლეებთან,
მშობლებთან, კოლეგებთან) პოზიტიური, ურთიერთპატივისცემით
გამსჭვალული კომუნიკაციის დამყარება; / კეთილგანწყობილი და თანამშრომლობაზე
დაფუძნებული ურთიერთობების დამყარება; გაკვეთილზე
პოზიტიური საკლასო გარემოს შექმნა; / საკმაოდ ხშირად ვიყენებ შესაბამის
სტრატეგიებს/მიდგომებს ამ მიზნების მისაღწევად; / უმეტესად ვაღწევ
სასურველ შედეგს.
თვითრეფლექსია: ითვალისწინებს მოსწავლის სოციალურ და ემოციურ პრობლემებს.
სწორად განსაზღვრავს მოსწავლის საჭიროებებს. ითვალისწინებს
მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარებს. იყენებს აქტიური მოსმენს სტრატეგიებს
, არავერბალურ კომუნიკაციას. ყველა მოსწავლეს უდგება
ინდივიდუალურად, წინასწარ ჩამოყალიბებეული სტერეოტიპების გარეშე.
ხელს უწყობს მოსწავლეებს , თამამად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები
1.ბ. უზრუნველვყოფ მოსწავლეთა თანასწორუფლებიანობას, მათ სოციალიზაციას,
შემწყნარებლობისა და თანადგომის უნარების განვითარებას
პასუხი: ვცდილობ და უმეტესად გამომდის კიდეც მოსწავლეთა (მათ შორის
სსსმ) თანასწორუფლებიანობის უზუნველყოფა, სსსმ მოსწავლეებთან
მუშაობა / მოსწავლეთა სოციალიზაციის, შემწყნარებლობის უნარისა და
პროსოციალური ქცევების გამომუშავებაზე ზრუნვა; / საკმაოდ ხშირად ვიყენებ
შესაბამის სტრატეგიებს/მიდგომებს ამ მიზნების მისაღწევად; / უმეტესად
ვაღწევ სასურველ შედეგს.
თვითრეფლექსია: მოსწავლის რელიგიური და კულტურული შეხედულებების
პატივისცემა ეთნიკური და სხვა ნიშნით განსხვავებული მოსწავლეების
ინტეგრაცია. განსხვავებული ხედვების, იდეების, შეხედულებების პატივისცემა.
კომუნიკაციის და კონფლიქტების გადაჭრის უნარების განვითარება.
შესაძლებლობების რეალიზებაში დახმარება ობიექტური და სამართლიანი
დამოკიდებულების უზრუველყოფა. პასუხისმგებლობისა და პროსოციალური
ქცევების განვიათარება. ნდობისა და პოზიტიური ატმოსფეროს ჩამოყალიბება
1.გ. მოსწავლეების ჩართულობით უზრუნველვყოფ გაკვეთილზე ქცევის წესების
დაცვას
პასუხი: ყოველთვის ვზრუნავ და ჩვეულებრივ კარგად გამომდის მოსწავლეთა
თანამონაწილეობით ქცევის წესების შემუშავება, მათში
თვითრეგულირებადი ქცევის გამომუშავებაზე ზრუნვა; ყოველთვის შევიმუშავებ
დაგეგმილი აქტივობების შესაბამის ქცევის წესებსა და ინსტრუქციებს
და უზრუნველვყოფ მათ დაცვას.
თვითრეფლექსია: მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავებს ქცევის წესებს.
მოსწავლეებს ეხმარება თვითრეგულირებადი ქცევის გამომუშავებაში.
მოსწავლეებს ეხმარება ქცევის წესების გათავისებაში. მოსწავეებს
ასწავლის დროის მენეჯმენტს. მოსწავლეებს აძლევს მკაფიო მითითებებსა და
ინსტრუქციებს მოსწავლის ქცევა მოსწავლე იცნობს კლასის ორგანიზების
ფორმებს. •მონაწილეობს ქცევის წესების შემუშავებაში. სწორად განკარგავს
დროს საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლეებს ჩამოყალიბებული აქვთ თვითორგანიზების
უნარები.
1.დ. მოვიძიებ, ვაფასებ და ეფექტიანად ვიყენებ სასწავლო რესურსებს;
უზრუნველვყოფ, რომ რესურსები თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ყველა
მოსწავლისათვის
პასუხი: ვცდილობ და უმეტესად გამომდის კიდეც სასწავლო რესურსების
ეფექტიანად გამოყენება; / უმეტესად ვახერხებ, რომ სასწავლო რესურსები
ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოსწავლისათვის; / საკმაოდ ხშირად ვიყენებ
ისეთ მიდგომებს/სტრატეგიებს, რომლებიც მეხმარება სასწავლო რესურსის
ეფექტიანად გამოყენებაში; / უმეტესად ვაღწევ სასურველ შედეგს.
თვითრეფლექსია: მოვიძიებ და ვახარისხებ სასწავლო რესურსებს. რესურსების
შერჩევისა და შექმნისას ვითვალისწინებ მოსწავლეთა შესაძლებლობებს.
ვახალისებ მათ მონაწილეობას შექმნისა და შერჩევის პროცესში ვითვალისწინებ,
რამდენად გაზრდის რესურსები მათ მოტივაციას. რესურსებს ვიყენებ
მიზანმიმართულად, აქტივობებისა და დასახული მიზნების შესაბამისად.
2. სასწავლო პროცესის დაგეგმვა
2.ა. გაკვეთილს ვგეგმავ მკაფიოდ ჩამოყალიბებული სასწავლო მიზნით,
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მოსწავლეთა ინტერესების /
შესაძლებლობების გათვალისწინებით
პასუხი: ვცდილობ და უმეტესად გამომდის კიდეც გაკვეთილის დაგეგმვა
მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნით/მიზნებით ეროვნული სასწავლო გეგმის
მისაღწევი შედეგებისა და სწავლა-სწავლების სხვადასხვა მნიშვნელოვანი
ფაქტორის გათვალისწინებით.
თვითრეფლექსია: გაკვეთილს ვგეგმავ ესგ -ს გათვალისწინებით. გაკვთილის
დაგეგმვისას ვითვალისწინებ გეგმის ყველა კომპონენტს, შიდა და
საგანთაშორის კავშირებს, საჭიროებისამებრ ვახდენ გეგმის მოდიფიცირებას.
ვითვალისწინებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას. ყოველთვის განვმარტავ
გაკვეთილის მიზანს. მოსწავლის ქცევა მოსწავლე აქტიურადაა ჩართული
საგაკვეთილო პროცესში, ხალისით ასრულებს დავალებებს. მოსწავლეს
გააზრებული აქვს საკლასო და კლასგარეშე აქტივობების მოთხოვნები.
მოსწავლე აფასებს გაკვეთილის შედეგად შეძენილ ცოდნასა და უნარ- ჩვევებს.
2.ბ. ვგეგმავ სასწავლო პროცესს იმგვარად, რომ ხელი შევუწყო მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლებას და მათ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში
პასუხი: ვზრუნავ და უმეტესად ვახერხებ კიდეც მოსწავლეთა მოტივაციის
გაზრდას და მათ აქტიურად ჩართვას საგაკვეთილო პროცესში; / სათანადოდ
ვიყენებ შესაბამის მეთოდებსა და სტრატეგიებს და უმეტესად ვაღწევ
სასურველ შედეგს.
თვითრეფლექსია: მოსწავლეს ვეხმარები „სარგებლის“ გაცნობიერებაში.
ვთავაზობ მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვის რესურსებს.
ვგეგმავ აქტივობებს მათი შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით.
ვახალისებ მოსწავლეთა ინიციატივებს. ვრთავ მოსწავლეებს
სხვადასხვა ტიპის აქტივობების შემუშავებისა და დაგეგმვის პროცესში
.
3. სწავლება
3.ა. მოსწავლეებს მკაფიოდ და გასაგებად გადავცემ ინფორმაციას; ვეხმარები
სასწავლო მასალის ათვისებაში
პასუხი: ვიყენებ მოსწავლეებისთვის მასალის მიწოდების მრავალფეროვან
მეთოდებსა და სტრატეგიებს, ნათლად და გასაგებად გადავცემ მათ
ინფორმაციას, რისი საშუალებითაც, როგორც წესი, ვაღწევ სასურველ
შედეგს.
თვითრეფლექსია: მოსწავლეებთან ვამყარებ ეფექტურ ვერბალურ კომუნიკაციას,
ყურადღებას ვამახვილებ ძირითად თემებზე, განვიხილავ
განსხვავებულ მოსაზრებებს. თავს არ ვახვევ სტერეოტიპულ მოსაზრებებს.
ვიყენებ ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს, ინფორმაციის გადაცემის
განსხვავებულ ხერხებს. ერთმანეთთან ვაკავშირებ ახალ და წინარე ცოდნას.
ვიყენებ ინფორმაციის ორგანიზების სხვადასხვა ფორმებს. ვეხმარები
მოსწავლეებს ნასწავლის რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებაში. მოსწავლის
ქცევა მოსწავლე აკეთებს აღმოჩენებს, ხსნის მისთვის აქამდე უცნობ
მოვლენებს. მოსწავლე თანაკლასელს ეხმარება სასწავლო მასალის გაგებასა
და გააზრებაში. მოსწავლე იყენებს აკადემიურ ტერმინებს. მოსწავლეს მოჰყავს
სათანადო მაგალითები, მიღებულ ცოდნას იყენებს განსხვავებულ კონტექსტში.
3.ბ. ვიყენებ სხვადასხვა დონის სააზროვნო უნარების განმავითარებელ
მრავალფეროვან სტრატეგიებს
პასუხი: ვცდილობ და უმეტესად გამომდის კიდეც სწავლისა და სწავლების
ისეთი სტრატეგიების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს სხვადასხვა
დონის სააზროვნო უნარების განვითარებას მოსწავლეებში; / ჩვეულებრივ
ვიყენებ სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს სხვადასხვა დონის სააზროვნო
უნარების განვითარებას მოსწავლეებში და უმეტეს შემთხვევაში ვაღწევ
სასურველ შედეგს.
თვითრეფლექსია: ვიყენებ სწავლების დიფერენცირებულ მიდგომას. ვიყენებ
სხვადასხვა დონის სააზროვნო უნარებზე გათვლილ აქტივობებს. ვიყენებ
პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებას. გამოყენებული სტრატეგიებით
ხელს ვუწყობ მოსწავლეებში წარმოსახვითი და შემოქმედებითი აზროვნების
განვითარებას. მოსწავლეებს ვასწავლი სამუშაოს დაგეგმვას, საკუთარ
სწავლის პროცესზე დაკვირვებას. მოსწავლეებს ვასწავლი ხმამაღლა ფიქრის
სტრატეგიებს. მოსწავლის ქცევა მოსწავლეები მსჯელობენ არგუმენტირებულად.
მოსწავლეები სვამენ შეკითხვებს, რომელიც ემსახურება საკითხის
სიღრმისეულ გააზრებას. მოსწავლეები თავად აწყობენ დისკუსიებს, აჯამებენ
მის შედეგებს.
4. მოსწავლეთა შეფასება
4.ა. მოსწავლეთა შეფასების მიზნით ვქმნი და ვიყენებ შესაბამის ინსტრუმენტებს
პასუხი: ყოველთვის ვზრუნავ და კარგად გამომდის სწავლების დროს შეფასების
გამოყენება; / ვქმნი და საჭიროებისამებრ ვიყენებ შეფასების
ინსტრუმენტებს, რომლებიც ყოველთვის მაძლევს მოსწავლეთა მიღწევების
ობიექტურად შეფასების საშუალებას.
თვითრეფლექსია: მოსწავლეებს ვრთავ შეფასების რუბრიკების შემუშავებაში.
მოსწავლეებს წინასწარ ვაცნობ შეფასების რუბრიკებს. დაინტერესებულ
პირებს ვაწვდი ინფორმაციას შეფასების კრიტერიუმების შესახებ. მოსწავლის
ქცევა მოსწავლე კარგად იცნობს შეფასების რუბრიკებს. მოსწავლე
მონაწილეობს შეფასების რუბრიკების შექმნაში. მოსწავლეები შეფასების
ინსტრუმენტებზე დაყრდნობით თავად აფასებენ შესრულებულ სამუშაოს
4.ბ. მოსწავლეთა წარმატების უზრუნველსაყოფად და მათი მიღწევების
შესაფასებლად ვიყენებ მრავალფეროვან სტრატეგიებს; მოსწავლეებს
რეგულარულად ვაწვდი უკუკავშირს
პასუხი: ვერკვევი შეფასების სხვადასხვა ფორმებში და უმეტესად წარმატებით
ვიყენებ მათ პრაქტიკაში; / თითქმის ყოველთვის ვაძლევ მოსწავლეებს
უკუკავშირს.
თვითრეფლექსია: ვიყენებ შეფასების მრავალფეროვან მეთოდებს. მივმართავ
მოსწავლეთა ურთიერთშეფასებას. ვაანალიზე შემაჯამებელი სამუშაოს
შედეგებს. მოსწავლეებს ვაძლევ დროულ, მკაფიო და კონსტრუქციულ უკუკავშირს
ვიყენებ განმავითარებელ შეფასებას. გარეგანი მოტივაციის
ასამაღლებლად ვაქებ მოსწავლეს მოსწავლის ქცევა მოსწავლეები იღებენ
კონკრეტულ, ზუსტ და მათთვის გასაგებ უკუკავშირს მასწავლებლისგან
მოსწავლე მასწავლებლის უკუკავშირს ,იყენებს საკუთარ პროგრესზე დაკვირვებისა
და სწავლის შედეგების გაუმჯობესების მიზნით მოსწავლე
თანაკლასელებისგან იღებს კონკრეტულ და ამომწურავ უკუკავშირს, რომლებიც
მას სწავლის შედეგების გაუმჯობესებაში ეხმარება
Комментариев нет:
Отправить комментарий